ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (TDDF)“ და ა.(ა)ი.პ. „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia)“ ახორციელებს პროექტს – „მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისათვის“, რომლის მიზანია უზრუნველყოს იმერეთის მხარის თერჯოლის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროექტის ფარგლებში ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდს (TDDF)“, ა.(ა)ი.პ. „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia)“ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. პროექტის ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენს ინფორმირების სისტემის ამოქმედება, რომლის მიზანია მოქალაქეთა/მეწარმეთა/ფერმერთა დროული ინფორმირებულობა, ინტერესთა ჯგუფების ჩამოყალიბება და აღნიშნული ჯგუფებისათვის შეტყობინებების დაგზავნის სისტემის დანერგვა. პროექტი „მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისათვის“ დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ, გერმანიის ფედერალური მთავრობის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში.
სამოქალაქო საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების დროული ინფორმირებულობა, ინტერესთა ჯგუფების ჩამოყალიბება და აღნიშნული ჯგუფებისათვის შეტყობინებების დაგზავნის სისტემის დანერგვა.